ახალი ამბები

ნარმანია: ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვარ გუნდურად მოთამაშე

11 აპრილი, 2017 • 1669
ნარმანია: ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვარ გუნდურად მოთამაშე

აპირებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას მოქმედი მერი დავით ნარმანია? ამ კითხვაზე მან ასეთი პასუხი გასცა:

“ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვარ გუნდურად მოთამაშე ადამიანი. შესაბამისად, ჩვენთან გადაწყვეტილება მიიღება გუნდში. იქნება კონსულტაციები და გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მერე იმ გადაწყვეტილების საფუძველზე მოვიქცევი. ასე რომ, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს ინდორმაციას,” – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერი დედაქალაქის საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, ხოლო ამჟამად დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი