ფო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20/30-ის ყოფილი წამყვანი მაკა ცინცაძე დაასაქმა

20:30-ის ყოფილი წამყვანი, მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განუცხადა.

გიორგი გვიმრაძის თქმით, ზუსტად არაა გადაწყვეტილი, რა გადაცემას წაიყვანს მაკა ცინცაძე.

“არ იგეგმება, რომ მაკა ცინცაძემ მოამბე წაიყვანოს. ზუსტად რა იგეგმება, ამაზე ლაპარაკს ჯერ არ ვგეგმავთ. მოვა ამაზე ლაპარაკის დრო,” – აღნიშნა გვიმრაძემ.

მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 ახალი თანამშრომელი დაიმატა, მათი უმრავლესობა  GDS-ის გადაცემა 20/30-ის ყოფილი თანამშრომლები არიან. ამ 30 თანამშრომლის ხელფასებზე  თვეში 76 ათასზე მეტი ლარი იხარჯება. ეს ინფორმაცია და ინფოგრაფიკა “ნეტგაზეთს” მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ მიაწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.