ახალი ამბები

ნარმანია: 2014 წლიდან დღემდე თბილისში 650 ათასი ხეა დარგული

11 აპრილი, 2017 • 1899
ნარმანია: 2014 წლიდან დღემდე თბილისში 650 ათასი ხეა დარგული

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს, სადაც ძირითადად საუბრობს იმ პროექტების შესახებ, რაც მერიამ განახორციელა.

მერმა ჩამოთვალა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2016 წელს განხორციელდა და რომელთა განხორციელება 2017 წელს იგეგმება.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით  180 000 ხემცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში  კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.

გამწვანება ერთერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის  უმნიშვნელოვანესია.  2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხემცენარეა დარგული.  გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში  30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო  რეაბილიტაცია  249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა იაპონური ბაღიბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები.  მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.. ახალ გზაზე, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა.  ლისის ტბის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია 2014 წელს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის პერიოდში თბილისში დაირგვებოდა 1 მილიონი ხე. ნარმანიას დარჩენილი 350 ათასი ხის დასარგავად 6 თვე დარჩა, ვინაიდან თბილისის მერის არჩევნები გაიმართება 2017 წლის ოქტომბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი