ახალი ამბები

დავით ნარმანია საკრებულოში მივიდა

11 აპრილი, 2017 • 1382
დავით ნარმანია საკრებულოში მივიდა

თბილისის მერი საკრებულოში წლიურ ანგარიშს წარადგენს. დავით ნარმანია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში უკვე მივიდა.

“დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.

გარდა ბიუჯეტის პროექტისა, თბილისის მერი 2014 წლის აგვისტოდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სისტემატურად წარუდგენს წლიურ ანგარიშს, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

დავით ნარმანია საკრებულოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 11.04.2017

დავით ნარმანია საკრებულოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 11.04.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი