ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოში 20 რუსული სამედიცინო ცენტრის გახსნა იგეგმება

11 აპრილი, 2017 • 3148
საქართველოში 20 რუსული სამედიცინო ცენტრის გახსნა იგეგმება

უმსხვილესი რუსული კერძო სამედიცინო კლინიკა “ინვიტრო”, რომელსაც ეკუთვნის სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი (900-ზე მეტი ოფისი) რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში, 2020 წლამდე სამხრეთ კავკასიაში 65 სამედიცინო ცენტრის გახსნას აპირებს.

“მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მსხვილ ქალაქებში ვაპირებთ 17-20 სამედიცინო ოფისის გახსნას, საიდანაც 10 იმუშვებს თბილისში,” – აცხადებს ინვიტროს წარმომადგენელი, რომან პეტუხოვი. მისი თქმით, ფრანჩაიზინგის წინადადება მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ქართველი მეწარმეებისთვის: ოფისის გახსნისთვის საწყისი შენატანი იქნება 300 ათასი რუბლი, როიალტი – 28 ათასი რუბლი თვეში, სააგენტო ჯილდო – 40%, ერთი ლაბორატორიის შესყიდვის ვადა – 2.5 წელი.

ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ინვიტროს ფრანჩაიზინგის ბიზნეს-კონცეფციას გაეცნონ ფრანშიზების პირველ საერთაშორისო გამოფენაზე BUYBRAND Transcaucasia, რომელიც გაიმართება 2-3 ივნისს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში. ამ გამოფენაში 100-ზე მეტი რუსული ბრენდი მიიღებს მონაწილეობას, როგორიცაა “შოკოლადნიცა”, “კოფე ჰაუზი”, სხვადასხვა რუსული ბრენდული რესტორნები და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი