მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air 2017 წელს ცნობილი მუსიკალური ჯგუფები- ანათემა, ლენინგრადი და უკვე მეორედ არქაივი ჩამოვლენ. ფესტივალის ორგანიზატორბის ინფორმაციით, წელს ფესტივალი 16-18 ივნისს ლისის ტბაზე გაიმართება.
საწყის ეტაპზე, 12-დან 28 აპრილამდე, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი. ფასი – 100 ლარი. ამ პერიოდში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
აბონემენტის ფასი ორ ეტაპზე მოიმატებს და საბოლოოდ 150 ლარამდე გაიზრდება. დღიური ბილეთები 29 აპრილიდან გაიყიდება. აბონემენტები გაიყიდება 12 აპრილიდან სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროში და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ.