ფალსიფიცირებული ბორჯომი და ლიკანი

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული “ბორჯომი” და “ლიკანი” ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომისადალიკანისფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების ცნობით, ქალაქ ბორჯომში ერთერთ მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყლების,ბორჯომისდალიკანისდამზადებას.

“საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებულილიკანიდაბორჯომი” – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი