ახალი ამბები

თიბისი ბანკი საკომისიოს ინტერნეტით შესრულებულ გადასახადებზე აღარ გააძვირებს

10 აპრილი, 2017 • 3474
თიბისი ბანკი საკომისიოს ინტერნეტით შესრულებულ გადასახადებზე აღარ გააძვირებს

თიბისი ბანკმა გადაწყვეტილება ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს გაძვირებასთან დაკავშირებით შეცვალა და ამიერიდან კვლავ საკომისიოს პირველადი ტარიფები იქნება ძალაში.

“გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე. ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად ვტოვებთ პირველად ტარიფებს უცვლელად”, – ნათქვამია თიბისი ბანკის გენერალური დირეტქორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებაში. 

7 აპრილს თიბისი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდის დროს საკომისიოს გადასახადი თითოეულ ტრანზაქციაზე 0.5-დან 1 ლარამდე იზრდებოდა. ეს ცვლილება 18 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი