ახალი ამბებიტექნოლოგიები

იუთუბისგან თანხის მისაღებად არხს მინიმუმ 10 000 ნახვა დასჭირდება

10 აპრილი, 2017 • 3768
იუთუბისგან თანხის მისაღებად არხს მინიმუმ 10 000 ნახვა დასჭირდება

იუთუბი ავტორებთან, რომლებიც საიტის პლატფორმას იყენებენ, პარტნიორობის წესებს ცვლის. პროგრამაში ჩასართავად და, შესაბამისად, ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. ახალი წესის მიხედვით, “იუთუბის” არხს მინიმუმ 10 000 ნახვა უნდა ჰქონდეს. ცვლილებების აუცილებლობას კომპანიაში იმით ადასტურებენ, რომ გამოირიცხოს ყალბი არხების შექმნა, რომლებიც კონტენტს სხვა არხებიდან იპარავენ და საკუთარ “იუთუბ” გვერდზე ხელმეორედ ტვირთავენ.

მას შემდეგ, რაც არხი 10 000 ნახვას მიაღწევს, “იუთუბი” შეაფასებს მასზე განთავსებული კონტენტის შესაბამისობას საიტის პოლიტიკასთან და თუ ავტორი საიტის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს ემთხვევა, პროგრამაში ჩართავს, რის საფუძველზეც ვიდეოზე რეკლამა განთავსდება და ავტორი შემოსავალს მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი