ახალი ამბებიტექნოლოგიები

TBC: ინტერნეტბანკი შეფერხებით ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობს

10 აპრილი, 2017 • 3090
TBC: ინტერნეტბანკი შეფერხებით ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობს

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი შეფერხებით მუშაობს. როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია და მის აღმოსაფხვრელად ბანკი უკვე მუშაობს.

თიბისიში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, როდის მოგვარდება პრობლემა.

“ტექნიკური შეფერხებაა და მალე გამოსწორდება. ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. ვისაც შეფერხების გამო პრობლემები შეექმნა ტრანზაქციებზე, მათ, რა თქმა უნდა, არაფერი დაეკისრებათ,” – გვითხრეს სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი