ახალი ამბები

თბილისის მერი საკრებულოს წლიურ ანგარიშს 11 აპრილს წარუდგენს

10 აპრილი, 2017 • 1314
თბილისის მერი საკრებულოს წლიურ ანგარიშს 11 აპრილს წარუდგენს

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში 11 აპრილს, 16:00 საათზე მივა, სადაც დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, დავით ნარმანიასთან ოპოზიციას კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნება – თითო ფრაქციას 10 წუთით, რომელიც შეუძლიათ გადაინაწილონ თავად ფრაქციების წევრებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი