ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

tass: ბიბილოვის მთავარი მიზანი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა

10 აპრილი, 2017 • 2186
tass: ბიბილოვის მთავარი მიზანი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა

“სამხრეთ ოსეთის ერი ლამის წინა საუკუნის ოციანი წლებიდან იმაზე საუბრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს დაბრუნება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, აბსოლუტურად შეთანხმებული იქნება ჩვენს რუს კოლეგებთან. მხოლოდ ამ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ სამხრეთ ოსეთის მომავალს”, – განუცხადა ბიბილოვმა რუსულ სააგენტო tass-ს დღეს, 10 აპრილს.

ანატოლი ბიბილოვმა 2017 წლის 9 აპრილის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმების 57,98% მოიპოვა.


არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა – ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

ანატოლი ბიბილოვი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი