ეგვიპტეში, კოპტურ ტაძრებში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო – BBC

ეგვიპტეში, კოპტების 2 ტაძარში განხორციელებულ აფეთქებებზე, რასაც, ჯამში, 36 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტერაქტი ეგვიპტეში, ქალაქი ტანტა © EPA/KHALED ELFIQI

ტერაქტი ეგვიპტეში, ქალაქი ტანტა © EPA/KHALED ELFIQI

აფეთქებები მაშინ მოხდა, როცა ქრისტიანი კოპტები ბზობას აღნიშნავდნენ. ალექსანდრიაში აფეთქება წმინდა მარკის ტაძრის გარეთ მოხდა – დაიღუპა 11 ადამიანი.

ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად კი, ჯამში, 25 ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრიაში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. Egypt Independent – ის ცნობით, ტერორისტი პოლიციელმა დაინახა და მის დაკავებას შეეცადა, თუმცა მან ბომბის აფეთქება მაინც მოახერხა. დაიღუპა პოლიციის ზემოხსენებული ოფიცერიც.

რაც შეეხება ტანტაში მომხდარ აფეთქებას, უცნობია, ბომბი წინასწარ იყო ტაძარში დამონტაჟებული, თუ იქაც თვითმკვლელი ტერორისტი მოქმედებდა.

აფეთქებების შედეგად ათეულობით ადამიანია დაშავებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com