ილია II: 9 აპრილს მომიტინგეებისათვის დაშლისაკენ არ მომიწოდებია

“მე დაშლისაკენ არ მომიწოდებია. ვხედავდი ბევრ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში”, – ეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით:

“ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს დიდი გმირობა. დღეს რადიოში მოვისმინე, რომ პატრიარქმა მუწოდა დაშლისაკენ. მე დაშლისაკენ არ მოიწოდებია. ვხედავდი ბევრ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს, 2017 წლის 9 აპრილს. მის კომენტარს მოამბე ავრცელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com