ახალი ამბები

პოლიციამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმარი დააკავა

9 აპრილი, 2017 • 2644
პოლიციამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმარი დააკავა

წუხელ ასპინძაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს. სამხრეთის კარიბჭე ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

11 – 108 – ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და 117-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება). შსს-ს ცნობით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა ერთ-ერთ პირს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სამხრეთის კარბიჭის ცნობით, ეს იმ ადამიანის მამაა, რომელზეც ბრალდებული ეჭვიანობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი