ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს

8 აპრილი, 2017 • 1912
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს

საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე ყრილობაზე იუსტიციის უნაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს.

გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას მოსამართლეთა კონფერენციის 196-მა წევრმა  დაუჭირა მხარი, ხოლო რევაზ ნადარაიას – 195-მა წევრმა.

კენჭისყრაში სულ 203-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. ბათილად ჩაითვალა 4 ბიულეტენი. წესის მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდებოდა კანდოდატი, რომელიც სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობის (138 ხმა) მხარდაჭერას მოიპოვებდა.

კენჭისყრაში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატების დასახლეების დროს ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ რევაზ ნადარაია კარგი კანდიდტურაა და თავად მხარს უჭერდა ნადარაიას კანდიდატურას.

საბჭოს ახალ წევრებად ისინი მას შემდეგ აირჩიეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს, პაატა სილაგაძესა და ილონა თოდუას უფლებამოსილება შეუწყდა.

მოსამართლეთა კონფერენციამ ასევე აირჩია ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი წევრი მერაბ ლომიძე 197 ხმით, რადგან კომიტეტის წევრ თეა ძიმისტარაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა.

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალქო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის 5 მარტიდან.

რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. იგი 2016 წლის მარტიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარედ.

მერაბ ლომიძე 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი