ქურციკი. ავტორი/credits:  Valentina Storti

სამინისტრო: ბოლო 4 წელში საქართველოში 54 ქურციკი შემოიყვანეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ქურციკების პოპულაციის აღდგენის მიზნით, 54 ქურციკი საქართველოში შემოიყვანეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოყვანეს.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, რომელიც გაეცნო პროექტის მიმდინარეობას, სადგურ სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანიდან საქართველოში 10 ქურციკი 2013 წლის 10 ოქტომბერს შემოიყვანეს. პროექტი “ქურციკების რეინტროდუქცია მათი ისტორიული ბინადრობის ადგილებში კავკასიის რეგიონში” ხორციელდება აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანიზაცია IDEA-სა და ,,ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” (WWF) აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

IDEA (International Dialogue for Environmental Action) არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 2011 წელს დააფუძნა ლეილა ალიევამ. პროექტის მიზანია ქურციკების გავრცელება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი დიდი ხნის წინ ბინადრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო მათი პოპულაცია შემცირდა ან საერთოდ გაქრა.

ქურციკი. ავტორი/credits: Valentina Storti

ქურციკი. ავტორი/credits: Valentina Storti

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com