ახალი ამბები

ანონსი, 8 აპრილი

8 აპრილი, 2017 • 2148
ანონსი, 8 აპრილი

გთავაზობთ 8 აპრილს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


12:00 აგვისტოს ომსა და ISAF–ის მისიაში დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების შვილები ესპერიმენტორიუმს ესტუმრებიან. ღონისძიება პროექტ ”სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის” ფარგლებში ტარდება. ღონისძების გამართვის ადგილი: ინგოროყვას ქ.17


 

12:00  “ხალხის პარტიის” ოფისში პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე და ნოკოლოზ ლელუაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: განათლების სამინიტროში არსებული პრობლემები. მის: ჯავახიშვილი ქ. #73


 

12:30  სს „დარიალი ენერჯი“ დიდ, 108 მგვტ სიმძლავრის “დარიალი ჰესს“ საზეიმოდ გახსნის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. პროექტს წარადგენენ სს „დარიალი ენერჯის“ და პროექტის ინვესტორი კომპანიების (შპს „ფერი“, შპს „ენერგია“, Robbins Company, EBRD) ხელმძღვანელი პირები. მის: ყაზბეგის მუნიციპალტეტი, დარიალის ხეობა, „დარიალი ჰესი“.


 

13.00  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გიწვევთ ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამისა“ და ა(ა)იპ ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით ორგანიზებულ ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისამართი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N110 109 -ე საბავშვო ბაგა ბაღი.


 

13:30   სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე  ტური გაიმართება. მესამე ტურის მიმდინარეობას ორგანიზაცია მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრებიან.  სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“  პროექტია.  პროექტს ახორციელებს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი:  ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლა (მის: თბილისი, მელიქიშვილის ქ. №2).


14:00  ქუთაისის თიბისი გალერეაში  ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“  პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2017 წელს, დეა სოსელიას ილუსტრაციებით გამოსცა. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში  დეა სოსელიას ნამუშევრებიც გამოიფინება. მისამართი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2


14:00 საათზე ვილნიუსის სკვერში (ფუნიკულიორის ასასვლელთან) თავისუფლების აქტის დასაცავად გაიმართება აქცია, რომლის ორგანიზატორიც არის ორგანიზაცია “სტუდენტები თავისუფლებისთვის” აქციას შეუერთდდება “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” აქტივისტებთან ერთად და პარტიის ლიდერებიც დაესწრებიან. აქციაში ასევე სხვა პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას.


16:00-17:00 პროექტის „სასკოლო ოლიმპიადა მოსწავლეებში ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით“ საბოლოო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.  (მის. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზ.6). პროექტს   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით „ჰელფინგ ჰენდ“-ი 2016 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი