პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში , წერეთელის გამზირზე ქვეითს მიკროვატობუსი დაეჯახა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.

შემხთხვევა დღეს, 7 აპრილს, საღამოს მოხდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა აღძრული, რაც   ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების  წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უცნობია, დააკავეს თუ არა მძღოლი. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში არაერთი ქვეითი ემსხვერპლა ავტოავარიას.


 

ნახეთ: სიკვდილი გზებზე – ავტოავარიების სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი