ახალი ამბები

“ბანკი ქართუ” აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლა

7 აპრილი, 2017 • 2129
“ბანკი ქართუ” აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლა

ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული “ ბანკი ქართუ” აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკმა 7 აპრილს გაავრცელა.

ამ ცნობის მიხედვით სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.

“
6 აპრილს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, .წიკლაურმა, .ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. 

ბანკი ქართუმოითხოვს 10 000-ლარიან კომპენსაციას ამ ორი ცილისმწამებლისგან. ასევე, პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს.
 ამ თანხასბანკი ქართუ”  გადაურიცხავსსოლიდარობის ფონდს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ენმ-ის ლიდერებმა, ნუგზარ წიკლაურმა და გოგა ონიანმა 6 აპრილს ბრიფინგი გამართეს და ივანიშვილის “ბანკ ქართუ” მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში  დაადანაშაულეს.

მათ განაცხადეს, რომ  კომპანიამ 10 წლის წინ  “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“-ს  50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ.

“2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა- 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე, რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის, ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს”, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძოლების ინტერესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი