გიორგი ლომია

გიორგი ლომია: დეპუტატებმა გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ მათი ფრაქციის ინიცატივაა, პარლამენტარებმა შემოწმება გაიარონ სიცრუის დეტექტორზე.

ამის შესახებ გიორგი ლომიამ 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კვლავ შემოვდივართ წინადადებით: დეპუტატებმა გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე და გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აგენტი, რომელი ქვეყნების პრესსამსახურებთან თანამშორმლობს რომელიმე ჩვენი კოლეგა. მზად ვართ, ჩვენი ეს შემოთავაზება ჩვენი ფრაქციით დავიწყოთ,”- განაცხადა გიორგი ლომიამ

გამოსვლისას მანვე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა “ტყულის უზარმაზარი მანქანა”, რომლის გასაჩერებლად დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა.

“ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ასობით ინტერნეტრესურსი, რომელიც პირდაპირ ცილს გვწამებს, პირდაპირ იარლიყს გაკერებს და წარმოგაჩენს სრულიად სხვა ადამაინად, რომელიც არ ხარ. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონტექსტიდან გლეჯს შენს წინადადებებს, ამახინჯებს შენს აზრებს და ცდილობს, წარმოგაჩინოს სულ სხვა ადამიანად. ამ ბინძურ კამპანიაში მონაწილეობს და ამ არასამთავრობოებს ხელს უწყობს არაერთი ქართული ტელეარხი. ფაქტობრივად, ქვეყანაში ფუნქციონირებს ადამიანების და პირველ რიგში, პოლიტიკოსების დისკრიმინაციის მანქანაა. ამ მანქანის სათავეში კვლავ სააკაშვილები და მისნაირები არიან,”- განაცხადა გიორგი ლომიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი