ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს პრეზიდენტის მოხსენებას

7 აპრილი, 2017 • 1928
ელენე ხოშტარია: ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს პრეზიდენტის მოხსენებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ქვეყნის პრობლემების შესახებ ისაუბრა, ხელისუფლება კი ამ მოხსენებას სერიოზულად არ აღიქვამს.

“პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები გააკეთა. იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, დემოკრატიის გამოწვევები, მოსმენები, სასამართლო სისტემა. შეიძლება იმაზე კამათი, მეტი უნდა ეთქვა თუ ნაკლები, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება არ უყურებს, როგორც პრობლემებზე საუბრის საშუალებას, არამედ აკნინებს, აყენებს შეურაცხყოფას და არ აღიარებს პრობლემების არსებობას,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობას აქვს მოლოდინი, რომ დღეს დაგეგმილ დებატებზე  ხელისუფლებისგან არასერიოზულ დამოკიდებულებას მიიღებენ:

“ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემებს, ამიტომ, სამწუხაროდ, დღევანდელ დებატებში ველით არასერიოზულ დამოკიდებულებას და პასუხისმგებლობის აცილებას ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ პრობლემებზე საუბრის ამ შესაძლებლობას.”

დღეს, 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი