ახალი ამბები

ნიკა მელია: მოულოდნელი იყო, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი რომ არ ახსენა

7 აპრილი, 2017 • 3796
ნიკა მელია: მოულოდნელი იყო, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი რომ არ ახსენა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრა პრობლემების შესახებ და არაფერი უთქვამს ამ პრობლემების გამოწმვევ მიზეზზე, არაფორმალურ მმართველობაზე.

ნიკა მელიას თქმით, მას ძალიან გაუკვირდა პრეზიდენტის ასეთი მოხსენება:

“ზოგადი აქცენტები იყო გაკეთებული კანონის უზენაესობის არარსებობაზე, ეკონომიკის პრობლემებზე, სასამართლო სისტემაზე, მოსმენების კანონზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე  და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი რამ დამაკლდა, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი. ის ყველა პრობლემა, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა, გამომდინარეობს ერთი ადამიანისგან, ეს ადამიანი არის [ბიძინა] ივანიშვილი. რომ არა მისი სურვილი – ყველაფერი დაიმორჩილოს, დემოკრატიული ინსტიტუტები გაანადგუროს და არაფორმალურ მმართველობად აქციოს მთელი  ქვეყანა, ეს პრობლემები არ იარსებებდა”.

ნიკა მელიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რა კამპანიასაც აწარმოებს ბოლო თვეებში გიორგი მარგველაშვილი, მისთვის მოულოდნელი იყო, რატომ არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი და არ გააკეთა მკვეთრი აქცენტები ამაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი