ახალი ამბები

პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და უფრო ობიექტური

7 აპრილი, 2017 • 1973
პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და უფრო ობიექტური

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა უფრო ყოვლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მთელი რიგი მიმართულებებით, იქნება ეს სასამართლო, ეკონომიკური განვითარება თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, არა მარტო ჩვენი აზრით, არამედ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს, 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი