ახალი ამბები

ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

7 აპრილი, 2017 • 2806
ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, საბჭომ დასაშვებად ცნო “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, რომელიც ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერ ადამიანებს ეძღვნებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა და “არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით”.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტია საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი