ახალი ამბები

გია ვოლსკი: ჩვენ მოვუსმინეთ პოლიტიკურ ლიდერს და არა პრეზიდენტს

7 აპრილი, 2017 • 1625
გია ვოლსკი: ჩვენ მოვუსმინეთ პოლიტიკურ ლიდერს და არა პრეზიდენტს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არაადეკვატურად შეაფასა. ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის აზრით, პრეზიდენტის მიერ დასმულ აქცენტებში ახალი არაფერი იყო:

“აქცენტი იმის თაობაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არსებობს, მნიშვნელოვანია, საჭიროა და უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს იმ ადამიანისგან, ვინც ტრიბუნაზე დგას და ამ თემაზე საუბრობს. არაადეკვატური იყო რეფორმების შეფასება. ბევრი მიმართულებით იყო არაადეკვატური მისი, როგორც პრეზიდენტის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება.”

გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში მათ არა პრეზიდენტს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს მოუსმინეს:

“როგორც პოლიტიკოსის, როგორც გარკვეულ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებული, ან პოლიტიკური პოზიციის დამკავებელი ადამიანისგან ეს მოხსენება ადეკვატური იყო. დღეს ჩვენ ვუსმენდით გარკვეული შეხედულებების პოლიტიკურ ლიდერს და არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც სხვა სიღრმისეულ აქცენტებს უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტმა კარგი ენით, ჩამოყალიბებული ქართულით, მაგრამ საქმისგან მოწყვეტით ისაუბრა,” – ამბობს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავისი შეხედულებებით ახლოს არის “ნაციონალური მოძრაობის” შეხედულებებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი