ახალი ამბებიხელოვნება

ევროვიზია 2017-ის ფავორიტ ათეულში საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა

6 აპრილი, 2017 • 3418
ევროვიზია 2017-ის ფავორიტ ათეულში საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა

“ევროვიზიის” კონკურსის პირველი ნახევარფინალი წელს უკრაინის დედაქალაქში 9 მაისს, მეორე ნახევარფინალი 11 მაისს, ხოლო ფინალი 13 მაისს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას იღებს 43 ქვეყანა, მათ შორის არის საქართველო, რომელსაც წელს კონკურსზე თამარ გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith წარადგენს.

ტოტალიზატორები კონკურსის ფარგლებში საშუალებას აძლევენ გულშემატკივრებს, ფსონი დადონ სასურველ შემსრულებელზე, რის შედეგადაც ითვლიან, რომელი ქვეყანა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ სხვადასხვა ტოტალიზატორის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნილი სიის ფავორიტ 10 შემსრულებელსა და საკონკურსო სიმღერას:

1. იტალია: ფრანჩესკო გაბილი – Occidentali’s Karma

2. ბულგარეთი: კრისტიან კოსტოვი – Beautiful Mess

3. შვედეთი: რობინ ბენგტსონი – I Can’t Go On

4. ბელგია: Blanche – City Lights

5. პორტუგალია: სალვადორ სობრალი – Amar Pelos Dois

6. ავსტრალია: Isaiah – Don’t Come Easy

7. სომხეთი: Artsvik – Fly With Me

8. აზებაიჯანი: Dihaj – Skeletons

9. რუსეთი: იულია სამოილოვა – Flame Is Burning

10. საფრანგეთი: Alma – Requiem

ქართველი კონკურსნტის სიმღერა ამ ეტაპზე 26-ე ადგილზეა. კლიპის პრემიერა “ევროვიზიის” იუთუბ არხზე დღეს შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი