ახალი ამბები

დონალდ ტრამპი აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს შეხვდა

6 აპრილი, 2017 • 3249
დონალდ ტრამპი აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ელჩი დავით ბაქრაძე თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

“ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში,”- წერია გავრცლეებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი