ახალი ამბები

ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

6 აპრილი, 2017 • 1740
ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე შედეგები ასე გადანაწილდა: 521 მომხრე, 75 წინააღმდეგი, 36-მა თავი შეიკავა.

სააგენტო უნიანის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის ელჩებმა ეს საკითხი შესაძლოა 26 აპრილს განიხილონ, შემდეგ რჩება მინისტრების გადაწყვეტილება და ვრაუდობენ, რომ უკრაინის მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ივნისიდან შეძლებენ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდა.

უკრაინა პირველი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრებს შორის, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟმზე დიალოგი დაიწყო, თუმცა მასზე ადრე სავიზო რეჟიმი ჯერ მოლდოვასთვის და შემდეგ საქართველოსთვის გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი