ახალი ამბები

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

6 აპრილი, 2017 • 1589
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

დღეს, 6 აპრილს, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.

“პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა. აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. მდგომარება მძიმეა, მაგრამ წინაპირობა არის, რომ გამოჯანმრთელდეს,”- განაცხადა ქირურგმა, ნიკა კვაჭაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება 19 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. უწყების პრესსამსახურში ასევე განცხადეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი