ახალი ამბები

საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განიხილავს

6 აპრილი, 2017 • 1720
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განიხილავს

საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით კვლევას იწყებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ცოტა ხანში ინდოეთში გაემგზავრება:

“მოგახსენებთ, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს სამეზობლოსთან, თურქეთთან, ევროკავშირთან,  ცოტა ხანში, ალბათ, ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩვენ გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია. რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისიწნებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართებით და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდეა გამოსაყენებელი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინდოეთში დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1,498.87 დოლარია, საქართველოში – 3,605 დოლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი