ახალი ამბები

ფარული მოსმენების კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ

6 აპრილი, 2017 • 1558
ფარული მოსმენების კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ

დღეს, 6 აპრილს, საკონსტიტუციო სასაართლოში გაასაჩივრებენ მოსმენების კანონმდებლობას, რომლის თანახამდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ფარული მოსმენების განსახორციელებლად სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უნდა შეიქმნას.

სარჩელი შეაქვთ სახალხო დამცველს, რესპუბლიკურ პარტიას და “ეს შენ გეხებას”. “ეს შენ გეხებამ” ასევე საშუალება მისცა ყველა მოქალაქეს, რომ დარეგისტრირდნენ და თავადაც გაასაჩივრონ მოსმენების არსებული კანონმდებლობა. თუ სულ რამდენი მოქალაქე შეუერთდა სარჩელს, სავარაუდოდ, 6 აპრილს, საღამოს გახდება ცნობილი.

მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ ასაჩივრებენ. 2016 წელის 14 აპრილს “ეს შენ გხებას” სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ მოსმენების “გასაღები” არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძების ფუნქცია და ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი აქვს.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეცვალა კანონი – მოსმენების “გასაღები” მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს”. პრეზიდენტმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

“ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიური პარტიების ნაწილი და ომბუდსმენი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებუი კანოი კვლავ არაკონსიტტუციურია და მოსმენებს კვლავ ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესეული ორგანო განახორციელებს, რაც ზრდის ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარების რისკებს.

შესაბამისად, ისინი დღეს საკონსტიტუციო სასამარლოში კვლავ გაასაჩივრებებ მოსმენების ახლადმიღებულ კანონს.

მასალების გადაბეჭდვის წესი