ახალი ამბები

ანონსი – 6 აპრილი

5 აპრილი, 2017 • 1563
ანონსი – 6 აპრილი

09:00 –  სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ World Vision International საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მართავს ერთ დღიან კონფერენციას თემაზე „გადაწყვეტილებები ახალგაზრდებისთვის“.


09:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


11:30 –  იოსებ შატბერაშვილის, „ მემარცხენე ალიანსი“-ს ლიდერის პრესკონფერენცია. თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.


11:30 – რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურად შეიტანენ სარჩელებს, რომლითაც ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებულ კანონს გაასაჩივრებენ.


12:00 –  კამპანიაეს შენ გეხებასორგანიზებით, დაიწყება ფარული მიყურადების შესახებ კანონთანდაკავშირებული მოქალაქეთა სარჩელების მიღება, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მოქალაქეთამიღება გაგრძელდება 18:00 საათამდე.


12:00 – ხათუნა მაჭავარიანის  („ქალთა პარტია“-თავმჯდომარე) პრესკონფერენცია. თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.


12:15 – გულიკო ზუმბაძის (თბილისის მუნიციპალიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე) პრესკონფერენცია.  თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.


13:00 – თამთა შამათავას (სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო-ს“ სათათბიროს წევრი) პრესკონფერენცია. თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი


13:15 –  დიმიტრი ბიძინაშვილის (არასამთავრობო ორგნიზაცია“ მედიატორი-ს“ თავმჯდომარის მოადგილე) პრესკონფერენცია. თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.


14:00 – ინგა პაპუაშვილის („პროგრესულ-დემოკრატიული“ პარტიის პოლიტიკური მდივანი) პრესკონფერენცია. თემა: ქალები ქართულ პოლიტიკაში. ადგილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი.


16:00 –  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სპორტული ორგანიზაციების მონაწილეობით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი