ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს შვეიცარიაში ახალი სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილი დაინიშნა.

ლევან ბოძაშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.

მანამდე საქართველოს ელჩის თანამდებობას შვეიცარიაში ირაკლი ყურაშვილი იკავებდა.ყურაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.