ახალი ამბები

სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი ნახეს

25 დეკემბერი, 2012 • 1065
სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი ნახეს

მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა:

 

“მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თკ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის(ყაჩაღობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი