17759866_1677789308914933_8661824791858161390_n

ვაკის პარკთან პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ

დღეს, 5 აპრილს, დილით, ვაკის პარკთან პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შეჯახების ამსახველი ფოტოები ფეისბუკის მომხმარებელმა გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი