ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ბულგარეთი, საბერძნეთი – ევროპის ეს ქვეყნები თავიანთი მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევიან. განსაკუთებით ბევრი სტუმარი კი მათ ზაფხულის სეზონზე ჰყავთ.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, უკვე საქართველოს მოქალაქეებსაც ეძლევათ საშუალება, უფრო თავისუფლად დაგეგმონ სამოგზაურო ტურები შენგენის წევრ ქვეყნებში.

ნეტგაზეთი 2017 წლის ზაფხულისათვის გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს – ნუ იფიქრებთ, რომ ზაფხულისათვის მზადება ადრეა. რაც უფრო მალე დაჯავშნით თქვენს ტურს, მით უფრო ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

*შენიშვნა: ფასები მოცემულია 6 აპრილის მდგომარეობით:

შენგენის ზონაში შესვლამდე, სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი. ასევე, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ევროს დღეში, სასტუმროს ფინანსური უზრუნველყოფის გარდა. დამატებით კითხვებზე პასუხებს მოგზაურობასთან დაკავშირებით გაეცანით ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი იხილეთ ბმულზე.


თეგები: | | |