ახალი ამბები

შსს–მ დაჭრის ფაქტი გახსნა

25 დეკემბერი, 2012 • 1025
შსს–მ დაჭრის ფაქტი გახსნა

“20 დეკემბერს  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მიხეილ ჩ.-მ თბილისში, სანზონის მე-10-ე  “ა” კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ ვაჟა ჯიბლაძეს. მიხეილ ჩ.-ს თანმხლებმა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა კი ჯიბლაძეს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.  დაზარალებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში

 

დაკავებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 118 მუხლის I ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანება) და 239 მუხლის (ხულიგნობა) II ნაწილით აღიძრა.

 

ჯიბლაძის დაჭრაში ბრალდებული პირის  გამოსავლენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი