ახალი ამბები

კათოლიკური შობა თბილისში

25 დეკემბერი, 2012 • 1241
კათოლიკური შობა თბილისში

საშობაო ცერემონია 24 დეკემბერს, ღამის 12- ის ნახევარზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. 

 

“ადამიანს ყოველთვის სჭირდება განახლება, შობა კი არის ჩვენში ქრისტეს დაბადების ძალიან დიდი დღესასწაული. სიახლე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და საზეიმო, მით უმეტეს, როდესაც ის სულს ეხება. მიხარია, რომ ჩვენ ამ შობას პირველი ვღებულობთ, ამაში შეიძლება განსაკუთრებული არაფერი იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ, კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთად ვიდღესასწაულებთ,”- ამბობს კათოლიკური ეკლესიის მრევლი მანანა ანდრიაძე. 

 

კათოლიკებს შობა პოლიტიკოსებმაც მიულოცეს. ეკლესიაში შობის დღესასწაულის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი გიგი უგულავა და შს ყოფილი მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” გეენრალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც დაესწრნენ. დღესვე კათოლიკეებს შობა წერილობით პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი