პოლიცია

შსს: შემოსული შეტყობინების საფუძველზე პოლიცია მეტეხის ხიდთან მუშაობს

თბილისში, მეტეხის ხიდთან, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე,პოლიციას პერიმეტრი შემოსაზღვრული აქვს და ვითარებას სწავლობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება მოქალქის შეტყობინებას შესაძლო ასაფეთქბელი ნივთიერების არსებობის შესახებ. ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს მოგვაინებით შეგვატყობინებდნენ.

UPDATE: შინაგან საქმეთა სამინსიტროში განგვიცხდეს, რომ საეჭვო ჩანთაში, რომელსაც შეტყობინება ეხებოდა, ტანსაცმელი აღმოჩნდა. მათივე თქმით, ადგილზე პოლიცია შეზღუდვას მოხსნის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი