ახალი ამბები

წულუკიანის ქონება საფრანგეთსა და საქართველოში

25 დეკემბერი, 2012 • 2857
წულუკიანის ქონება საფრანგეთსა და საქართველოში

წულუკიანი საცხოვრებელ სახლს ასევე ფლობს თბილისში, სოფ. დიღომში(400 კვ. მ), ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს(900 კვ.მ). 

 

თეა წულუკიანის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული არიან: დედა გიული შანიძე, მამა ავთანდილ წულუკიანი და ძმა ბათუ წულუკიანი. შესაბამისად, დეკლარაციაში მოცემულია მათ საკუთრებაში არსებული ქონებაც.

 

იუსტიციის მინისტრის ძმა, ბათუ წულუკიანი ფლობს მიწის ნაკვეთს საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში(1990 კვ.მ), მამის, ავთანდილ წულუკიანის საკუთრებაშია 1090 კვ.მ მიწა დუშეთში, ანანურში და ამავე სოფელში 300 კვ. მ ფართობის სახლი.

 

საცხოვრებელ ბინას(120 კვ.მ) თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ფლობს თეა წულუკიანის დედა გიული შანიძე, ასევე მის საკუთრებაშია ამ ქუჩაზე არსებული 36 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი(1297 კვ.მ) სამტრედიის რაიონის სოფელ ზემო ნოღაში.

 

თეა წულუკიანს აქვს ავტომობილი მინი კუპერი, 2003 წლის გამოშვება, ხოლო მის ძმას ეკუთვნის 2000 წელს გამოშვებული BMW 323.

 

ამჟამინდელი მონაცემებით, წულუკიანი ნაღდი ფულის სახით ფლობს 6 ათას აშშ დოლარს, სახელფასო ბარათზე აქვს 3 ათას 779 ლარი კრედიტი და 801 ევრო კრედიტი ფრანგულ საბანკო ანგარიშზე. 

 

იუსტიციის მინისტრის ძმას, ბათუ წულუკიანს 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერად მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 26 ათასი ლარი, ხოლო თეა წულუკიანს იმავე პერიოდში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორის პოზიციაზე მუშაობით გამომუშავებული აქვს 5 ათას 396 ლარი.

 

თეა წულუკიანს სტრასბურგში ბინის საყიდლად ბანკ “კრედი ლიონესგან” აღებული აქვს კრედიტი 240 ათას 500 ევროს ოდენობით, რომლის ამჟამინდელი ნაშთია 92 ათას 239 ევრო. კრედიტის დასაფარად თეა წულუკიანს 2011 წელს გადახდილი აქვს  8 004 ევრო, ხოლო სტრასბურგის ბინის გაქირავებით ამავე პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 13 ათას 200 ევრო. 

 

იუსტიციის მინისტრმა 2011 წელს ავტომობილის გაყიდვით მიიღო შემოსავალი 6 ათასი აშშ დოლარი, მისმა დედამ პენსიის სახით – 1 524 ლარი, მამამ კი – 14 ათას 400 ლარი.

 

შეგახსნებეთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მინისტრმა გაასაჯაროვა.


საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი