ახალი ამბები

მთავარი პროკურორის უძრავი ქონება რუსეთის დედაქალაქში

24 დეკემბერი, 2012 • 1177
მთავარი პროკურორის უძრავი ქონება რუსეთის დედაქალაქში

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ კბილაშვილის საკუთრებაშია წყნეთში არსებული 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მთავარი პროკურორი არ ფლობს ავტომობილს. მხოლოდ მისი ცოლის, სოფიო ცისკაძის საკუთრებაშია 2012 წლის Kia Cerato. მთავარ პროკურორს სამი შვილი ჰყავს – 9 წლის სანდრო, 5 წლის სალომე და 2 წლის ვასილი.

 

არჩილ კბილაშვილს ამჟამად საბანკო ანგარიშზე აქვს 5 ათასი ლარი, 50 ათასი აშშ დოლარი და 25 ათასი ევრო. მთავარ პროკურორს გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პირადი საქმიანობიდან შემოსავლის სახით მიღებული აქვს 151 ათას 131 ლარი, 43 ათას 257 აშშ დოლარი,  ხოლო 2 ბინის გაყიდვიდან, ჯამში, 80 ათასი აშშ დოლარი. არჩილ კბილაშვილს ამავე პერიოდში ნაყიდი აქვს სხვა საცხოვრებელი და გასტუმრებული აქვს სხვადასხვა საბიუჯეტო ვალდებულება.

 

შეგახსნებეთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მთავარი პროკურორის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მან გაასაჯაროვა.


საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

ვერნადსკის პროსპექტი, მოსკოვი. რუსეთი
ვერნადსკის პროსპექტი, მოსკოვი. რუსეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი