ახალი ამბები

ყველაზე მდიდარი მინისტრის დეკლარირებული ქონება

24 დეკემბერი, 2012 • • 4122
ყველაზე მდიდარი მინისტრის დეკლარირებული ქონება

უძრავი ქონება:

უძრავი ქონება, რომელსაც მინისტრი ფლობს შემდეგნაირად გამოიყურება: მის საკუთრებაშია  364 კვ.მ ბინა თბილისში,  410 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში.  ასევე, 329.62 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წყნეთში და მეორე სახლი წყნეთში, რომლის ფართობიც არის 188.45 კვ.მ. 

 

კალაძე მეორე ბინას ფლობს თბილისში, რომლის ფართობი  396.0 კვ.მ და მიწის ნაკვეთს სამტრედიაში, ფართობით- 2400.0 კვ.მ. გარდა ამისა კალაძე მიწის ნაკვეთს  ფლობს – ბორჯომში, დაბა ბაკურიანში, ფართობი – 3030.0 კვ.მ. 

 

წყნეთში, ორი საცხოვრებელი სახლის გარდა, სამ მიწის ნაკვეთსაც ფლობს, რომელთა ფართობიც 1060.0 კვ.მ , 1058.0 კვ.მ და 1139.0 კვ.მ–ია

 

კახა კალაძე  ორ მიწის ნაკვეთს ფლობს თბილისში, რომელთა ფართობიც 271 კვ.მ და 3689 კვ.მ,  ასევე ორ არასაცხოვრებელ ფართს ფართობით 359,5კვ.მ და 897 კვ.მ.

 

გარდა საქართველოსი, მინისტრი უძრავ ქონებას ფლობს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძე ბინას ფლობს უკრაინაში, კიევში, რომლის ფართობი  220 კვ.მ–ია.  კალაძე კიევში მეორე ბინასაც ფლობს, რომელიც 250.0 კვ.მ–ია. მინისტრის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი უკრაინაში, რომლის ფართობის 3000 კვ.მ–ია. 

 

ავტომობილები: 

 

კახა კალაძე პირადად თერთმეტ ავტომობილს ფლობს:  LEXUS LX570;  TOYOTA LC200;  RANG ROVER VOGUE; ROLLS ROYCE PHANTOM;  MERCEDES BENZ E300;  MERCEDES BENZ E300;  LAMBORGHINI MURCELAGO;  BENTLEY CONTINENTA; MERCEDES BENZ S65; MERCEDES BENZ S600 და  PORSCHE PANAMERA

 

გარდა ამისა, მინისტრი ფლობს ორ მოტოსატრანსპორტო საშუალებას  HARLEY DAVIDSON SPRINGER–ს და  HARLEY DAVIDSON V rod–ს

 

კახა კალაძის დეკლარაციაში მითითებულია, რომ  მინისტრის დედა მედეა შენგელია ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს:  MERCEDES S600 და  MERCEDES VIANO, ხოლო მინისტრის მამა კარლო კალაძე ფლობს  AUDI A8–ს და  LEXUS LX570–ს. 

 

ფასიანი ქაღალდები:


დეკლარაციის მიხედვთ ენერგეტიკის მინისტრი “კალა დეველოპმენტში” 13 195 775 ცალ ფასიან ქაღალდს ფლობს, თითოეულის ღირებულება ერთი ლარია. 

 

ნაღდი ფული:

კახა კალაძე ნაღდი ფულის სახით 30 000 ლარის მფლობელია, ხოლო ცოლი ანა არეშიძე – 100 000 ლარს ფლობს.

 

შემოსავალი:

 

კახა კალაძემ, საფეხბურთო კლუბი ,,ჯენოადან” გასული წლის განმავლობაში შემოსავლის სახით  2 762 000 ევრო მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, კალაძე ერთადერთი დასაქმებული იყო ოჯაში. 

კახა კალაძე
კახა კალაძე

 

გაწეული ხარჯები:

კახა კალაძემ სარემონტო სამუშოებისთვის  200 000 ლარი გაიღო, ასევე, ბინის სარემონტო მასალების შეძენისთის 700 000 ლარი დახარჯა.

 

კახა კალაძემ გაყიდა ავტომობილი და შემოსავლის სახით 68 000 დოლარი მიიღო. 

 

ფერწერული ტილოები:

 

კახა კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილის სამ და ელენე ახვლედიანის სამ ნამუშევარს, თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. 

 

შეგახსნებეთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მინისტრმა გაასაჯაროვა.


საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი