ახალი ამბები

რუსეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მიტინგები გაიმართება – “კომერსანტი”

5 აპრილი, 2017 • 1722
რუსეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მიტინგები გაიმართება – “კომერსანტი”

“კომერსანტის” ინფორმაციით, 8 აპრილს რუსეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მიტინგები გაიმართება. გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრაციებში ყველა საპარლამენტო პარტია მიიღებს მონაწილეობას.

“ეს იქნება არა მრისხანების, არამედ გლოვის დღე”.

“კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით (რომელიც გამოცემას, როგორც თვითონ წერს, “ედინაია რასიასა” და რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაუდასტურეს) წერს, რომ მიტინგები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც 26 მარტს კორუფციის წინააღმდეგ გაიმართა დემონსტრაციები.

აფეთქება 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში, ორ სხვადასხვა სადგურში მოხდა. სამართალდამცავებმა პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში აღმოაჩინეს საეჭვო ნივთი, თუმცა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.

აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 45 კი დაშავდა. რუსი გამომძიებლების თქმით, მომხდარის უკან არც ერთი ტერორისტული დაჯგუფება არ დგას, თუმცა გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი