მოსამართლე სასამართლო

ბესარიონ ალავიძე: რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების დასაბუთებას ვეთანხმები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, 4 აპრილს გამოქვეყნდა.

ეს განცხადება ბესარიონ ალავიძემ 5 აპრილს, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ეს არის შეფასებს საკითხი, ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური, ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის სამართლებრივი და ა.შ. მე, როგორ მოსამართლე, ვთვლი, რომ ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამის გარეთ, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისიერი შეფასება მისცეს. მე, ყოველ შემთხვევაში, იმ დასაბუთებას, რაც არის ხელმოწერილი ჩემ მიერ, ვეთანხმები აბსოლუტურად,”- განაცხადა ბესარიონ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც პროკურატურაში მოსამართლეების, ბესარინ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ალავიძემ განაცხადა, რომ ზეწოლასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ დაუდასტურებია:

“ამ საქმის შესახებ იცით, ხომ, გამოძიება მომდინარეობს, მეტს ვერაფერს გეტყვით, ზეწოლასთან დაკავშირებით მე არ დამიდასტურებია. გამოძიება მიმდინარეობს განცხადების საფუძველზე… ეს განცხადება იყო იმ ფაქტებიდან, რაც იცით. წერილები რაც იყო, იმ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა. თუ იყო მუქარა, ვერ ვიტყოდი, ან დავმალავ ამას?”- განაცხადა ბესარიონ ალავიძემ.

ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ თებერვალში განაცხადა, რომ მოსამართლეებმა ზეწოლის შემცველი წერილები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების სახელით მიიღეს. პროკურატურის განცხადებით, ამ წერილებიდან მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები იკვეთებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი