ახალი ამბები

ელ. ენერგიის გადასახადი დროებითი მემორანდუმის შედეგად შემცირდება

24 დეკემბერი, 2012 • • 1553
ელ. ენერგიის გადასახადი დროებითი მემორანდუმის შედეგად შემცირდება

ენერგეტიკის სამინსიტრომ “ინტერ რაოსთან” გააფორმა დროებითი, გრადამავლი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ელ. ენერგიის სამომხარებლო ტარიფი დროებით, 3 თვის ვადით, 3.5 თეთრით შემცირდება. 

 

შეთანხმების შედეგად “თელასის” აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად მოიხმარენ 0–დან 100 კვტ/სთ–მდე ენერგიას, 1 კვტ/სთ–ში 13.30 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 9.94 თეთრს, ხოლო ისინი, ვინც 101–დან 300 კვტ/სთ–მდე მოიხმარენ, არსებული 16 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 12.46 თეთრს.

 

რაც შეეხება “ენერგო–პროს” აბონენტებს, 0–დან 100 კვტ/სთ–მდე ენრგიის მომხარებლები 12.98 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 9.44 თეთრს, ხოლო 101–დან 300 კვტ/სთ–მდე მომხარებლები არსებული 16.52 თეთრის ნაცვლად 12.98 თეთრს.

 

მემორანდუმისა და ტარიფის კლების შესახებ ინფორმაცია  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი