ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო: მარტვილში ბზის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოვლინდა

5 აპრილი, 2017 • 1954
გარემოს დაცვის სამინისტრო: მარტვილში ბზის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების შემთხვევა გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, მათმა  თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შ. მართავდა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.  შემდგომი რეაგირებისათვის მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.

უკანონოდ მოჭრილი ბზა. ფოტო: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტრო

უკანონოდ მოჭრილი ბზა. ფოტო: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი