ახალი ამბები

თბილისში ავტოავარიის შედეგად “ტროტუარზე მყოფი ქვეითი” დაშავდა

4 აპრილი, 2017 • 1910
თბილისში ავტოავარიის შედეგად “ტროტუარზე მყოფი ქვეითი” დაშავდა

ერთი ადამიანი [ქვეითი] დაშავდა თბილისში, მეტრო სარაჯიშვილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რის გამოც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

On.ge-ის და IPN-ის ინფორმაციით, ავტომობილი ტროტუარზე მყოფ ქვეითებს შეეჯახა. ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, ავარიაში ორი ავტომობილი ფიგურირებდა და დაშავებულია ერთი ადამიანი, “დანარჩენს კი გამოძიება გაარკვევს”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი