ახალი ამბები

მძღოლს ავარიისთვის, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 აპრილი, 2017 • 2138
მძღოლს ავარიისთვის, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ტარიელ ჯამალაშვილი დამნაშავედ ცნეს მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რამაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პროკურატურის ცნობით, ტარიელ ჯამალაშვილს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და ორი წლით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოართვა.

პროკურატურის ცნობით, მართვის უფლების არმქონე ჯამალაშვილი 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით “ფორდ-ტრანზიტს” მთვრალ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

პროკურატურის ცნობით, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ტარიელ ჯამალაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი