თბილისის მერია

თბილისის მერია მოზარდების საზაფხულო ბანაკებისთვის 750 000-ლარიან ტენდერს აცხადებს

მოზარდების საზაფხულო ბანაკში დასვენებისთვის თბილისის მერიამ 750 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურებით დედაქალაქში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე 2500 მოზარდი ისარგებლებს, უპირატესობა სოციალურად დაუცველ არასრულწლოვნებს მიენიჭებათ.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, 2017 წლის 1 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში ეტაპობრივად 2500 მოზარდის 12-დღიანი დასვენება უნდა უზრუნველყოს. ამ მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო შესყიდვა 750 000 ლარია.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი. ამ დროისთვის შეთავაზება დაფიქსირებული აქვს შპს “სტუდია ეიდისის”.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი